დავა ჯავახიშვილის 82 ნომერში მდებარე შენობაზე

26 ივნისი 2017, 00:00 3078 ნახვა

დავა ჯავახიშვილის 82 ნომერში მდებარე შენობაზე. აქ უკვე წლებია კერძო სასწავლებელი ფუნქციონირებს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების თქმით შენობის  მერიისთვის გადაცემა იმის გამო ჭიანურდება, რომ სასწვავლებლის დამფუძნებელი აჭარის განათლების მინიტრის მოადგილის ნათესავია. 


შპს “ახალგაზრდობის” დირექტორი ტარიელ ქოქოლაძე ნათესაურ კავშირს ადასტურებს. მისი განმარტებით შენობის რეაბილიტაციისთვის დიდი თანხები დახარჯეს.  მერიას კი უფლება არ აქვს სასწავლებლის დაცლა მოითხოვოს. იგი შენობაში კიდევ ორი წლით დარჩენას ითხოვს. 


მერიის წარმომადგნელის განმარტებით, შენობა მუნიციპალიტეტის საკუთრებაა და შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილებაც არსებობს. რეზო ხახვას გამარტებით, აქ საბავშვო ბაღი უნდა განთავსდეს.

 

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში