საპატრულო პოლიციისგან დაჯარიმებულთა სტატისტიკა

26 ივნისი 2017, 00:00 2640 ნახვა

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების რაოდენობა 2013 წლიდან დღემდე. ჯამური თანხის ცვალებადი რაოდენობა და შეცვლილი უფროსები. კახაბერ ბუხრაძის რამდენიმეთვიან მმართველობასა და ჯარიმებზე არაერთხელ ვისაუბრეთ, ამიტომ დღეს თეონა თურმანიძემ ცოტა უფრო ადრეულ წლებს გადახედა.

აღმოჩნდა, რომ ჯარიმებით, ყველაზე მეტი ბიუჯეტში, თეიმურაზი კუპატაძის და დავით მამულაშვილის მმართველობის პერიოდში შევიდა, მაგალითად 2015 წელს, ერთ წელიწადში, აჭარაში 85 ათასი ლარის ჯარიმა დაიწერა. არ ვიცით რეალურად დამრღვევთა რაოდენობა შემცირდა, თუ ლიბერალური გახდა დავით მამულაშვილი, თუმცა 2016 წელს, ჯარიმების საერთო რაოდენობა 30 ათასი ლარით ნაკლები იყო ვიდრე გასულ წლებში.

მოქალაქეები კვლავ გაუმართავ ინფრასტრუქტურაზე საუბრობენ, ასევე იხსენებენ ისეთ შემთხვევებს, როდესაც მათი თქმით, საკუთარი სიმართლე, პოლიციელს ვერ დაუმტკიცეს. 

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში