პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში

26 ივნისი 2017, 00:00 2400 ნახვა

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციისა და საარსებო შემწეობის მიღებისთვის აუცილებელია მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ქონა. უსახლკარო პირებს კი შესაძლებლობა არ აქვთ მიიღონ ეს შემწეობა. სწორედ ამ წესს ასაჩივრებს მოქალაქე ვლადიმერ ჩიტაია. კონსტიტუციურ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ქმნის არათანასწორ გარემოს, არღვევს სიცოცხლის და სოციალურ უფლებებს.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში