აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ კონსტანტინე მეგრელიშვილი დაინიშნა

27 ივნისი 2017, 00:00 7960 ნახვა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ კონსტანტინე მეგრელიშვილი დაინიშნა.  რამაზ ბოლქვაძემ    გუნდის ახალი წევრი, თანამშრომლებს რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად წარუდგინა. ის უწყებაში საინვესტიციო მიმართულებას უხელმძღვანელებს.

 აღნიშნული პოსტი დაახლოებით ერთი წელია ვაკანტურია.
    

კონსტანტინე მეგრელიშვილს მუშაობის რამდენიმე წლიანი გამოცდილება აქვს.  საჯარო სამსახურში დანიშვნამდე, ის სხვადსხვა კერძო კომპანიაში მუსაობდა. არის ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია „ბრეინსტორმის“ დამფუძნებელი. კომპანიამ რეგიოში რამდენიმე საინვესტიციო პროექტი განახორციელა. კონსტანტინე მეგრელიშვილს  ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის ხარისხი აქვს.

ამავე კატეგორიაში