დავა საკუთრების უფლებისთვის

27 ივნისი 2017, 00:00 3310 ნახვა

საკუთრების უფლების მოსაპოვებლად კუციების ოჯახი დავას აგრძელებს.  10 წელია მაზნიაშვილის 54-56- ნომერში მხოვრებლები ეზოს დაკანონებას ითხოვენ. ტერიტორია მერიის საკუთრეებაა. მიწის აღიარების კომისიამ ამ საკითხზე მეორე სხდომა გამართა და მხარეს ხარვეზი დაუდგინა. კერძოდ, მოითხოვა იმ მიწის თანამესაკუთრის თანხმობა ან გამიჯვნის დოკუმენტი, სადაც სახლი მდებარეობს. ო

ჯახის ინტერესებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” იურისტები იცავენ. ისინი აცხადებენ, რომ აღნიშნული დოკუმენტების წარდგენა სავალდებულო არ არის და პროცესს ხელოვნურად აჭიანურებენ. ამის გარდა, საქმეზე არსებობს სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც კომისიას ავალდებულებს, მიწა კუციებს დაუკანონონ. თუმცა ამ დრომდე კომისია მოკვლევის ეტაპზეა. 

ამავე კატეგორიაში