ბიუროს სხდომა

27 ივნისი 2017, 00:00 2666 ნახვა

''აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ'' კანპონპროექტი მეორე მოსმენისთვის უკვე მზადაა. ცვლილებების დოკუმენტი რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ დღეს ბიუროს წევრებს წარუდგინა. სხდომაზე დეპუტატები კანონპროექტის სესიაზე პირველი მოსმენისას დაფიქსირებული შენიშვნებით დაინტერესდნენ.

ნაციონალური მოძრაობა კანონში იმ ნორმის შენარჩუნებას ითხოვდა, რომლითაც აჭარის მთავრობა თავმჯდომარის მიერ საინვესტიციო ობიექტის პირდაპირი წესით გასხვისების შემთხვევაში ვალდებულია უმაღლეს საბჭოს ინფორმაცია მიაწოდოს გადაწყვეტილების მიღებამდე სამი დღით ადრე და მიღებიდან სამ დღეში.

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის განმარტებით შენიშვნა გათვალისწინებულია და მთავარობა კანონპროექტით ვალდებულებას იღებს რეგიონის წაარმომადგენლობით ორგანოს ინვესტორზე ინფორმაცია გადაწყვეტილებიდან სამ დღეში მიაწოდოს. ჯერ-ჯერობით უცნობია როდის გავა კანონპროექტი მეორე მოსმენაზე.  

ამავე კატეგორიაში