დიმიტრი დარჩია ''ბათუმობის'' დღესასწაულის ორგანიზატორებს აკრიტიკებს

28 ივნისი 2017, 00:00 3152 ნახვა

კრიტიკული იყო დღეს მმართველი გუნდიც. საკრებულოს სხდომის დაწყებამდე, დიმიტრი დარჩიამ ''ბათუმობის" დღესასწაულის ორგანიზატორები გააკრიტიკა.

უმრავლესობის წევრის განცხადებით, მათ სოლიდური თანხა აქვთ გამოყოფილი, იმისთვის რომ ღონისძიება უფრო მასშტაბური იყოს და მხოლოდ ერთ ქუჩას არ მოიცავდეს.

"ბათუმობა'' რამდენიმე წელია სექტემბერში იმართება. საკრებულოს წევრმა დღეს ასევე ტურისტულ სეზონზე დაგეგმილ ღონისძიებებზეც ისაუბრა.

                                                                ''ბათუმობა'' 2016 წელი

ამავე კატეგორიაში