ჩამუქის ექსტრადიციის შეჩერების მოთხოვნა

28 ივნისი 2017, 00:00 2103 ნახვა

დემირელის კოლეჯის პარტნიორი სკოლები ხელისუფლებას კოლეჯის დაკავებული დირექტორის მუსტაფა ემრე ჩაბუქის საკითხთან დაკავშირებით მიმართავენ და მისი ექსტრადიციის პროცედურების შეჩერებას მოითხოვენ.

შეხვედრას სასწავლებლის და მისი პარტნიორი სკოლების პედაგოგები და ხელმძღვანელი პირები ესწრებიან. მათ ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს, რომელსაც პეტიციასთან ერთად შესაბამის ორგანოებს გადაუგზავნიან. შეგახსენებთ, მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს. მას თურქული მხარე ფეთჰულა გიულენთან კავშირში ადანაშაულებს.  იგი 15 წელია საქართველოში საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში