დანაგვიანებული სანაპირო ზოლი თამარ მეფის გამზირზე

28 ივნისი 2017, 00:00 3639 ნახვა

საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დანაგვიანებული სანაპირო ზოლი, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე. ადგილობრივები ამბობენ, რომ ტურისტული სეზონი მოვიდა, თუმცა აღნიშნულ მონაკვეთზე, არც საშხაპეები და არც გასახდელები განთავსებული არ არის. ტერიტორია კი მოუწესრიგებელია. მათივე თქმით ზღვაში ფეკალური მასებიც ჩაედინება.

აღნიშნულ საკითხზე დღეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის წევრებმაც გააკეთეს.

მერიაში ამბობენ, რომ აღნიშნული სანაპირო ზოლი საშხაპეებისა და გასახდელების განთავსებას არ ითვალისწინებს. საკანალიზაციო სისტემის პრობლემა კი მომავალ წელს მოგვარდება, როდესაც ქსელი ცენტრალურ სისტემასთან დაერთდება. სანდასუფთავების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული სანაპირო ზოლი ნარჩენებისაგან ყოველდღიურად იწმინდება. დანაგვიანებული ტერიტორია კი კერძო საკუთრებაა.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში