რამდენი ქულა დააკლდებათ მძღოლებს, რომლებსაც 3 წლამდე ასაკის ბავშვები სპეციალური სავარძლის გარეშე გადაჰყავთ

28 ივნისი 2017, 00:00 62745 ნახვა

პირველი ივლისიდან 100 ქულიანი მართვის მოწმობის კანონი ძალაში შედის.

მძღოლებს, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების განსაკუთრებულად დაცვა მოუწევთ. კანონდარღვევა მოქალაქეების ფინანსურ მდგომარეობასთან ერთად ქულების სქემაზეც აისახება.

დამატებითი ხარჯის გაწევა და სპეციალური ეტლის ყიდვა მოუწევთ, იმ პირებს, რომლებსაც მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავთ.

მაგალითად საქართველოს საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის 26-ე მუხლის ერთ-ერთ ნაწილში წერია, რომ 3 წლამდე ბავშვის მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძლით გადაყვანისას, სპეციალური საბავშვო ეტლი, სავარძელი ან დამჭერი უნდა გამოიყენოთ. არსებობს სხვა გამოსავალიც, იმავე მუხლის მერვე პუნქტში განმარტებულია, რომ  ''ნებადართულია 3 წლამდე ბავშვის გადაყვანა, თუ იგი მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძელზე მჯდომი, არანაკლებ 16 წლის მგზავრის კალთაში ზის''.

ფოტო გამოყენებულია სოციალური ქსელიდან.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებით ბავშვთა გადაყვანის უსაფრთხოების წესების დარღვევა 40 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. 100 ქულიანი მართვის მოწმობიდან კი მძღოლს, მხოლოდ 80 დარჩება.

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში