აჭარის მაღალმთიანეთში ალპური ბაღი მოეწყობა

28 ივნისი 2017, 00:00 3170 ნახვა

ალპური ბაღი გოდერძის უღელტეხილზე. შქერნალის მიმდებარე ტერიტორიაზე სამუშაოები დაწყებულია. ბოტანიკურ ბაღთან ერთად, რეკრეაციული ზონის მოწყობაში საერთაშორისო ორგანიზაციები მონაწილეობენ. ამისთვის 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, ხულოს საკრებულომ ბათუმის მერიას მიმდინარე წლის აპრილში გადასცა.

ოიალაღეები ტერიტორიის შემოღობვის გამო, ფიქრობენ რომ საძოვრები შეუმცირდებათ, თუმცა აქვე დადებით მხარეზეც აკეთებენ აქცენტს, ამბობენ, რომ ბაღის გაშენების შემდეგ, ისინი პროდუქციის ადგილზე რეალიზაციას შეძლებენ

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში