11-12 მარტის მოვლენებისას დაკავებული 9 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო

30 ივნისი 2017, 00:00 2396 ნახვა

11-12 მარტის მოვლენებისას დაკავებული   9   პირის  სასამართლო  პროცესი  გადაიდო. სხდომაზე დღეს  2 ადვოკატი არ გამოცხადდა, ბრალდებულებმა კი დაცვის  გარეშე  პროცესში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

ბრალდების მხარემ  მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა რომ  ბრალდებულებს სახაზინო ადვოკატი დანიშვნოდათ, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მორიგი პროცესი 7 ივლისისთვის ჩანიშნა. 9 პირს გამოძიება 11-12 მარტს ბათუმში განვითარებულ  მოვლენებში  მონაწილეობასა და პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას ედავება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში