მახინჯაურში ''მზიურის'' გასხვისების ფაქტს პროკურატურა სწავლობს

30 ივნისი 2017, 00:00 4089 ნახვა

აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ''მზიურის'' გასხვისების ფაქტს პროკურატურა სწავლობს. 

როგორც "მთავართან" ლაშა თორდიამ განაცხადა, მათ საგამოძიებო უწყებას კომპანია "სტატოტელსა" და ეკონომიკის სამინისტროს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მიმართეს.  მთავარი აუდიტორის განმარტებით, კომპანიას სურს ტერიტორიის იპოთეკით დატვირთვა, რაც ეჭვის საფუძველს იწვევს.

"ჩვენ ყოველთვის ვაქცევთ დიდ ყურადღებას პირდაპირი მიყიდვის საქმეებს,  რადგან არსებობს მათში რისკი რომ იყოს კერძო ინტერესები.   ამ  საკითხთან დაკავშირებით ჩვენ დეტალური შესწავლა გავაკეთეთ და გამოვლინდა რისკ-ფაქტორები.  კომპანია, რომელსაც მიყიდეს ობიექტი ითხოვს იპოთეკით დატვირთვას, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ სახელმწიფოს მოუნდა უკან დაბრუნება ვალდებულებების არ შესრულების შეემთხვევაში, ის უკან უნაკლოდ ვერ დაბრუნდება. ჩვენ ვხედავთ, რომ პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცა კომპანიას,  რომელიც ითხოვს იპოთეკას და ვალდებულებებსაც ვერ ასრულებს,  ეს არის ძალიან ცუდი მოვლენა. ჩვენ დოკუმენტურად რა რისკებიც დავინახეთ გადავაგზავნეთ პროკურატურაში და საგამოძიებო უწყება უკვე ატარებს მოკვლევას  იყო თუ არა კერძო ინტერესი" - განაცხადა მთავართან ლაშა თორდიამ 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე "მთავართან" საუბრისას განმარტავს, რომ გარიგებებზე ოპონენტების ეჭვებს არ იზიარებს.  " მთავარი ამოცანაა რეგიონის განვითარება და გარიგებებზე ეჭვებს ვერ დავეთანხმები" - აცხადებს ზურაბ პატარაძე

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში