მაუწყებლის შესახებ კანონის განხილვა

01 ივლისი 2017, 00:00 1611 ნახვა

პარლამენტი მაუწყებლის შესახებ კანონზე მსჯელობს. ცვლილება რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. ესენია  საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და გენერალური დირექტორის უფლებამოსილებათა გამიჯვნა, მაუწყებლის საქმიანობის მარეგულირებელი ნორმების დახვეწა და მისი გამართული საქმიანობისთვის სათანადო საკანონმდებლო შექმნა.

ასევე ცვლილებები ეხება რეკლამირების წესს. დეპუტატებმა ცვლილებები პირველი მოსმენით უკვე განიხილეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში. საკითხზე მსჯელობა მომდევნო კვირაშიც გაგრძელდება. კომიტეტში მსჯელობას არ დასწრებია საპარლამენტო ოპოზიცია.

ამავე კატეგორიაში