100 ქულიანი სისტემა ძალაშია

01 ივლისი 2017, 00:00 3611 ნახვა

დღეიდან მართვის მოწმობისთვის მინიჭებული 100 ქულიანი სისტემა ამოქმედდა. იმ შემთხვევაში თუკი მძღოლი საგზაო მოძრაობის დადგენილ წესს დაარღვევს, მართვის მოწმობაზე ქულათა რაოდენობა შემცირდება. განულების შემთხვევაში კი გამოცდის თავიდან ჩაბარება მოუწევს.

ამასთან ძალაში რჩება ჯარიმაც. სხვადასხვა ტიპის დარღვევაზე სხვადასხვაა ჯარიმაც. იწყება 5 ქულიდან და მაქსიმუმი 40 ქულაა.  მაგალითად, ავტომობილის მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ავტომატურად გამოიწვევს მართვის უფლების შეჩერებას ერთი წლის ვადით.

მართვის დროს მობილური გამოყენების შემთხვევაში 15 ქულა დააკლდება, სიჩქარის გადაჭარბება _ 10 ქულა. ღვედების გამოუყენებლობისთვის - 5 ქულა დაგაკლდებათ, ბავშვთა გადაყვანის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის - 20, ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის 30 ქულა, დარღვევის განმეორებით დაფიქსირების შემთხვევაში ქულათა რიცხვი იზრდება. მძღოლების თქმით, რეგულაციების გამკაცრების პარალელურად, საჭიროა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. მათი ნაწილი კი სიახლეების შესახებ ინფორმირებული არ არის. საგზაო უსაფრთხოების წესების გამკაცრებით მთავრობა ავტოსაგზაო შემთხვევის რიცხვის შემცირებას ელის. 

ამავე კატეგორიაში