გონიოს ხიდიზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

02 ივლისი 2017, 00:00 3448 ნახვა

გონიოს ხიდიზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა და ავტომობილები შეფერხების გარეშე მოძრაობენ. სამუშაოები ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. 


საერთაშორისო მაგისტრალზე არსებულ ხიდს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. შპს "ზიმომ" ჩაბარების ვადები რამდენჯერმე დაარღვია, რის გამოც ხიდის მშენებლიბა ტენდერით გათვალისწინებულ ვადაზე დიდხანს გაგრძელდა. კომპანია  დაჯარიმდა კიდეც. 


რაც შეეხება სუშაოებს, ხიდის ბურჯები გამაგრდა,  მოაჯირები შეიცვალა,  ქვეითთა და მანქანის სავალი ნაწილი მოწესრიგდა და ასფალტი დაიგო. გონიოს ხიდი, ევროპა-აზიას შორის გამავალ სანტრანზიტო მაგისტრალზე მდებარეობს.

აღნიშნული მონაკვეთის გავლით ყოველდღიურად სხვადასხვა სახის ტვირთის გადაზიდვა ხდება. ბათუმი-სარფის მონაკვეთზე, მდინარე ჭოროხზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია, კომპანი ''ზიმომ'' 2015 წელს დაიწყო. სამუშაოების ღირებულება ორ მილიონ ლარზე მეტს შეადგენდა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში