მედიკოსების რეკომენდაციები

03 ივლისი 2017, 00:00 3788 ნახვა

ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრში დღეს შეტყობინებები არ შესულა, თუმცა გუშინ მზით დამწვრობის 7 შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის ორი ბავშვია. ისინი სასწრაფოს ბრიგადებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

მედიკოსები მოქალაქეებს რეკომენდაციით მიმართავენ და მაღალი ტემპერატურის დროს სანაპიროსა  და ქუჩაში გადაადგილებისაგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ. მედიკოსები  ზღვაზე გასვლას, დილის 7 დან 11 საათამდე ან საღამოს 6 საათიდან გვირჩევენ. ასევე აუცილებელია სითხის დიდი რაოდენობით მიღება. იმ შემთხვევაში თუ სისუსტეს და თავის ტკივილს იგრძნობთ მიმართეთ ექიმს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში