წითელ ნუსხაში შეტანილი მოჭრილი ხეები ხევებში რჩება

04 ივლისი 2017, 00:00 3106 ნახვა

“წითელ ნუსხაში” შეტანილი მოჭრილი მცენარეები, მდინარეებსა და ხევებში. კაკლის ხე, წაბლი, კოლხური მუხა – 200-ზე მეტი ხე საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ბოძებისთვის ადგილის გასათავისუფლებლად, ქედაში “საქართველოს ელექტროსისტემამ” მოჭრა.

განკარგულების თანახმად, მოჭრილი ხეები კომპანიამ იმ ადგილზე უნდა დაასაწყობოს, რასაც სატყეო სააგენტო მიუთითებს. ელექტროსისტემაში გვითხრეს, რომ თუ მოჭრილ ხეებს მისადგომად რთული ადგილებიდან ვერ გამოიტანენ, კომპენსაციას გადაიხდიან. ხეების გასაყიდად სააგენტომ აუქციონი უნდა გამოაცხადოს. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში