სოციალურად დაუცველი ოჯახი დახმარებას ითხოვს

05 ივლისი 2017, 00:00 3493 ნახვა

სოფელ მაჭახელაში ყოფილი სკოლის შენობაში თვითნებურად შესახლებულ ირაკლი სუკოლნიკოვის ოჯახს გამოსახლება ემუქრება. სასწავლო დაწესებულების შენობაში 4 წევრიანი ოჯახი, ორი არასრულწლოვანთან ერთად თვეზე მეტია ცხოვრობს. სოციალურად დაუცველები ამბობენ, რომ მათი კუთვნილი სახლი დაზიანებულია, ამიტომ ყოფილი სკოლის შენობა თვითნებურად დაიკავეს.

ადგილის დატოვების შესახებ გაფრთხილება უკვე რამდენჯერმე მიიღეს. სოციალურად დაუცველი ოჯახი დახმარებას ითხოვს. "პოლიციიდან ორჯერ მოვიდნენ და შენობის უკანონოდ დაკავების გამო 4 წლიანი პატიმრობით დაგვემუქრნენ. ჩვენ სხვა საშუალება არ გვაქვს. სახლში 14 წევრი ვცხოვრობდით, სივიწროვე იყო. ამასთან საცხოვრებელი ავარიული იყო. ამიტომ მივიღე აქ გადმოსვლის გადაწყვეტილება" - ყვება ირაკლი სუკოლნიკოვი.

სკოლის შენობა საქართველის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. უწყებაში, საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ოჯახს ობიექტი უკანონოდ აქვს დაკავებული. განცხადებით მიმართვის შემთხვევაში გამგეობა მათ მდგომარეობას შეისწავლის.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში