მანქანები პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისთვის

05 ივლისი 2017, 00:00 3081 ნახვა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ხულოს მუნიციპალიტეტებს მაღალი გამავლობის ავტომობილები გადასცა.

„სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში უყწყებამ აღნიშნული მუნიციპალიტეტებისთვის 13 ავტომობილი შეიძინა. აჭარაში სულ 56 პირველადი ჯანდაცვის ცენტრია, მათგან პროგრამის ფარგლებში,  სპეცმანქანაებით, 43 ცენტრი უკვე უზრუნველყოფილია. პროგრამა მომავალ წელსაც გაგრძელდება.

2018 წლისთვის, სოფლის ექიმებისთვის შრომითი ანაზღაურების მომატებაც იგეგემება.

ამავე კატეგორიაში