სამძებრო სამუშაოები გონიოში

06 ივლისი 2017, 00:00 8254 ნახვა

გონიოში 25 წლამდე ახალგაზრდას ეძებენ. თვითმხილველების ინფორმაციით, ის ზღვაში შევიდა და უკან არ გამოსულა. სამაშველო სამსახურში განმარტავენ, რომ ინფორმაცია საღამოს მიიღეს, დაიწყეს სამძებრო სამუშაოები, თუმცა შტორმისა და ცუდი ხილვადობის გამო ძებნა შეჩერდა. სამაშველო ოპერაცია დილით განახლდება.

 ამ წუთებში სანაპიროზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურისა და პოლიციის თანამშრომლები. ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების სამსახურს ერთ-ერთმა ადგილობრივმა მიაწოდა. ჩვენ ვცდილობთ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას.

დღეს საშტორმო მდგომარეობასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მამუკა თურმანიძემ გააკეთა. მაშველები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. ზღვაზე შტორმი ხვალაც შენარჩუნდება. სანაპიროზე წითელი ალმებია აღმართული, რაც იმას ნიშნავს, რომ ბანაობა აკრძალულია. დღეს მაშველებმა აჭარის სანაპირო ზოლში 15 ადამიანი გადაარჩინეს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში