ხვალ საქართველოში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი

06 ივლისი 2017, 00:00 7829 ნახვა

7 ივლისს საქართველოში ინტენსიურად მოხდება ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, რის გამოც მოსალოდნელია მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, წვიმა ზოგან ძლიერი თქეშის სახით, აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია სეტყვა. 

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსი სვეტლანა ნიორაძე პროგნოზირებს დღისით გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი 17-22მეტრ წამამდე.

ძლიერ წვიმას ელოდებიან სანაპირო კურორტებზეც, ტემპერატურა +20, +25 გრადუსი, დღისით იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში