საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების 11 თხოვნა 3 თვეში

06 ივლისი 2017, 00:00 3468 ნახვა

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებიდან სამი თვის განმავლობაში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებმა 11 პირმა მიმართა, 2-მა კი მოქალაქეობის დადგენის მოთხოვნით.

უწყების ოფიციალური ინფორმაციით, მოქალაქეობის განცხადება 4 შემთხვევაში დაკმაყოფილდა, ერთს უარი ეთქვა, 6 განაცხადზე კი წარმოება მიმდინარეობს. დაკმაყოფილდა საქართველოს მოქალაქეობის დადგენის ორივე მოთხოვნა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ამ პერიოდში მოქალაქეობის დადგენის საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ცხინვალის რეგიონიდან განაცხადი არ შესულა. ასევე უცნობია, აღნიშნული პიროვნებებიდან რამდენმა ისარგებლა უვიზო მიმოსვლით. 

ამავე კატეგორიაში