ვიზიტორების 15%-იანი ზრდა ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებში 

06 ივლისი 2017, 00:00 2309 ნახვა

15  პროცენტით  გაიზარდა იმ ვიზიტორთა რაოდენობა, რომლებმაც  ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებს  მიმართეს. ივნისში ცენტრების მომსახურებით 10 ათასზე მეტმა ტურისტმა ისარგებლა.  იანვრიდან-ივნისამდე ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებს 25 ათასზე მეტი ვიზიტორი სტუმრობდა, რაც გასულ წელთან შედარებით 11 პროცენტით მეტია. ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოში შემუსულთა შორის პოლონელი, უკრაინელი, რუსი, თურქი  და  ებრაელი ვიზიტორები  სჭარბობენ. 


ტურისტებს აჭარაში  9 საინფორმაციო ცენტრი ემსახურება, სადაც ვიზიტორებს ტურისტული პოტენციალის, მაღალმთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების, ტურების, გასართობი ობიექტებისა და ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიღება შეუძლიათ.  

 

ამავე კატეგორიაში