მაშველებმა გონიოში ზღვაში დაკარგული მამაკაცის ცხედარი იპოვეს

07 ივლისი 2017, 00:00 10572 ნახვა
00:00
00:00

ორი დღის ძებნის შემდეგ მაშველებმა გონიოში ზღვაში დაკარგული 25 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. დაკარგული მაშველებმა დღეს, დილით 7 საათსა და 25 წთზე იპოვა. იგი ორი დღის წინ ზღვაში ძლიერი ღელვის დროს შევიდა და თვითმხილველების თქმით ვეღარ გამოვიდა.

ორი დღის განმავლობაში მას, მაშველებთან ერთად, მყვინთავები ეძებდნენ, თუმცა ძლიერი შტორმი და წვიმა სამძებრო სამუშაოებს ხელს უშლიდა. მაშველები ამ დრომდე ეძებენ ძღვაში დაკარგულ სპორტსმენ კობა ბაკურიძეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი