უვადო პატიმრების ოჯახის წევრების აქცია

06 ივნისი 2016, 00:00 5211 ნახვა

უვადო პატიმრების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა იუსტიციის სახლთან აქცია გამართეს. ისინი კანონის ფარგლებში ამინისტიის ამოქმედებას და მსჯავრდებულების საქმეების  გადახედვას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეებმა პროსტესტის ნიშნად ხიმშიაშვილის ქუჩა რამდენიმე წუთით გადაკეტეს.   უვადო პატიმრების ოჯახის წევრების ინფორმაციით მე-20 დღეა მე-8 და მე-6 დაწესებულებებში პატიმრები შიმშილობენ. მათივე ინფორმაციით, ისინი უარს ამბობენ სამედიცინო მომსახურეობაზეც. უვადო პატიმრების  მხარდამჭერებმა ანალოგიური მოთხოვნით დღეს აქცია თბილისშიც გიმართეს. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში