სამძებრო სამუშაოები

09 ივლისი 2017, 00:00 2399 ნახვა

კობა ბაკურიძის ძებნა შავი ზღვის აკვატორიაში  გრძელდება. სამუშაოები შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე სამაშველო სამსახურმა ექვსი საათიდან  განაახლა. 11- საათიდან კი ზღვაში მყვინთავები მუშაობენ.

სამძებრო ოპერაციაში დამატებით 3 სამაშველო კატარღა და 2 სკუტერი მონაწილეობს. სამაშველო სამსახური კობა ბაკურიძეს, მწვანე კონცხის, ქობულეთისა და ჩაქვის სანაპირო ზოლში ეძებს, ასევე  მაშველები მობილიზებულნი არიან გურიასა და სამეგრელოში.

 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში