ქობულეთში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა

09 ივლისი 2017, 00:00 5375 ნახვა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა  ქობულეთში.  ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. დაშავებული 16 წლის გოგონაა. მედიკოსებმა ის თავდაპირველად, ქობულეთის სამედიცინო ცენტრში მოათავსეს, მოგვიანებით კი, ბათუმის  რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმის განცხადებით, პაციენტი კონტაქტური იყო. მას ქალა ტვინის დახურული ტრავმა დაუდგინდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია. მძღოლი დაკავებული არ არის. გადადიოდა თუ არა ქვეითი "ზებრა" გადასასვლელზე, უცნობია.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში