ავტოსაგზაო შემთხვევა თამარის დასახლებაში

09 ივლისი 2017, 00:00 8319 ნახვა

რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თამარის დასახლებაში. თვითმხილველების თქმით, ავტომობილი დაახლოებით 12 წლის ბიჭს დაეჯახა.

ამ წუთებში აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრობა შეფერხებულია. პროცესს საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები არეგულირებენ.

თვითმხილველების თქმით არასრულწლოვანი ქვეითთა გადასასვლელზე არ გადადიოდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში გადაიყვანა. მედიკოსების განცხადებით, მას ქალა ტვინის დახურული ტრავმა აღენიშნება. დაშავებული კონტაქტურია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის  დარღვევას   გულისხმობს, რამაც  ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში