გონიოელები საპროტესტო აქცია მერიასთან

10 ივლისი 2017, 00:00 4340 ნახვა

ბათუმის მერიასთან გონიოელები საპროტესტო აქციას მართავენ.  მოსახლეობა მიწის აღიარების კომისიას მოუწოდებს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 6 ივნისის მიღებული გადაწყვეტილება, სააპელაციო სასამართლოში არ გაასაჩივროს.

საქმე  გონიოს მიწებს ეხება. მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ, 2016 წლის 27 ივნისის და 15 სექტემბრის მიწის აღიარების კომისიის გადაწყვეტილება ბათილად ცნო, რომლის მიხედვითაც,  55 ოჯახს მიწის საკუთრების აღიარების უფლება აღარ ჰქონდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ გონიოელების საკითხი ხელახლა უნდა შეისწავლოს. დავის წაგებისთვის ადმინისტრაციულ ორგანოს 4 ათას 600 ლარის გადახდაც დაეკისრა.

აქციის მონაწილეები ბათუმის მერთან შეხვედრას და საკითხის განხილვას ითხოვენ.

2007 წელს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 271 ოჯახს მიწა საკუთრებაში გადასცა.  დაკანონებული ნაკვეთები, სამი წლის შემდეგ უკანვე ჩამოართვეს.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში