აჭარის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული აუდიტის დასკვნა

10 ივლისი 2017, 00:00 3340 ნახვა

''აჭარის მუნიციპალიტეტებში გასული წლის მონიტორინგის შემდეგ,  60 მილიონ ლართან დაკავშირებით კითხვის ნიშნები გაჩნდა'' - აცხადებს  სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელის მოადგილე ნინო ლომჯარია. დასკვნაში, ძირითადი შენიშვნები სახელმწიფო ქონების აღრიცხვიანობას, პრემიებისა და დანამატების გაცემის წესს უკავშირდება. დოკუმენტში საუბარია ტენდერებზეც. განმარტებულია, რომ არაკონკურენტუნარიანი გარემო მონაწილეთა რაოდენობას მნიშვნელოვნად ზღუდავს.

  აჭარის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული აუდიტის შედეგად გაცემული რეკომენდაციებზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლები თვითმმართველი ერთეულების წარმომადგენლებთან, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წევრებთან საუბრობენ.

ამავე კატეგორიაში