სუფთაა თუ არა ზღვის წყალი აჭარის აკვატორიაში?

11 ივლისი 2017, 00:00 4978 ნახვა

სუფთაა თუ არა ზღვის წყალი აჭარის აკვატორიაში? ეს  ცნობილი  ორშაბათს გახდება. დღეს სპეციალისტებმა  სარფიდან ჩოლოქამდე პერიმეტრზე 64 სინჯი აიღეს. ზღვის წყლის მიკრობიოლოგიურ მაჩვენებელზე კვლევა 6-7 კომპონენტს მოიცავს. 

რაც შეეხება ამ დროისთვის არსებულ მდგომარეობას, გარემოს დაცვის სამმართველოს ინფორმაციით, 28 ივნისს ჩატარებული კვლევის თანახმად, აჭარის აკვატორიაში ზღვის წყლის ხარისხი დამაკმაყოფილებელია. მათი ინფორმაციით წყალი განსაკუთრებით სუფთა გონიო-სარფი-კვარიათის სანაპიროზეა
ზღვის წლის ხარისხის შესამოწმებლად მორიგი მონიტორინგი  10 დღეში ჩატარდება.

ამავე კატეგორიაში