სუვენირების სარეალიზაციოდ განკუთვნილი ჯიხურები კვლავ დაკეტილია

11 ივლისი 2017, 00:00 3724 ნახვა

სუვენირების სარეალიზაციოდ განკუთვნილი ახალი ჯიხურები ქალაქის ტერიტორიაზე უკვე განთავსდა, თუმცა ამ დრომდე დაკეტილია. ბათუმის მერიის  გარევაჭრობის   განყოფილების უფროსის განმარტებით, ამ ეტაპზე საორგანიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს, პროცესი რამდენიმე დღეში დასრულდება. 

თამაზ გოგიტიძის ინფორმაციით, ქალაქის ტერიტორიაზე სულ 26 ახალი ჯიხურია.  ისინი, იმ გამყიდველებზე გადანაწილდება, რომლებიც დიდი ხანია გარევაჭრობის უფლებით სარგებლობენ. მერიის წარმომადგენელი არ გამორიცხავს რომ ჯიხურების რაოდენობა მომავალში გაიზარდოს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში