ჯანდაცვის სამინისტროს უწყებებში დარღვევებს საგამოძიებო უწყება სწავლობს

11 ივლისი 2017, 00:00 3327 ნახვა

რა დარღვევები აღმოუჩინა აუდიტის სამსახურმა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს? ძირითადი შენიშვნები საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს და დასაქმების სააგენტოს ეხება.

დასკვნაში ნახსენებია რამდენიმე პროექტი, რომლისთვისაც გამოყოფილი თანხა სრულად არაა ათვისებული. ასევე, დასკვნაში მოხვდა სოციალური პროექტი, რომელიც მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრები მოქალაქეებისთვის 25 ათას ლარად სახლის შესყიდვას ითვალისწინებს. აუდიტორები იმ შემთხვევაზე საუბრობენ, როდესაც მრავალწევრიან ოჯახს მცირეფართიანი სახლი უყიდეს, ანუ მათი შეფასებით, პროექტის მიზანი ასე ვერ შესრულდება.

საქმეების ნაწილი შესასწავლად საგამოძიებო სამსახურშია გადაგზავნილი. შემოწმება იმ პერიოდს ეხება, როდესაც უწყების  ხელმძღვანელი ნუგზარ სურმანიძე იყო, იგი დღეს ჯენი კვანტალიანმა ჩაწერა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში