სუვენირებით მოვაჭრეთა პროტესტი

11 ივლისი 2017, 00:00 2811 ნახვა

ძველი სავაჭრო ჯიხურების აღებიდან 2 თვის შემდეგ სუვენირების სარეალიზაციოდ განკუთვნილი ახალი ჯიხურები ქალაქის ტერიტორიაზე უკვე განთავსდა, თუმცა ამ დრომდე დაკეტილია.

მოვაჭრეებმა, რომლებსაც ჯიხურები გადაეცათ, დღეს მორიგი აქცია გამართეს. მათი მტკიცებით, გოგებაშვილის ქუჩაზე სავაჭრო ობიექტები იმ რუკის მიხედვით არ არის განთავსებული, რომელზეც მერიასთან შეთანხმდნენ.

მერიაში ამ საკითხზე სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ. სატელეფონო საუბრისას კი განმარტავენ, რომ ჯიხურები შეთანხმების თანახმად განათავსეს. რაც შეეხება ობიექტების გახსნას, მერიის გარევაჭრობის განყოფილების უფროსის თქმით, ამ ეტაპზე საორგანიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს და პროცესი რამდენიმე დღეში დასრულდება. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში