რატომ არ ესწრება შეხვედრას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი გიორგი კოხრეიძე?

12 ივლისი 2017, 00:00 3308 ნახვა

 რატომ არ ესწრება შეხვედრას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი გიორგი კოხრეიძე? ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ასმათ დიასამიძე ფიქრობს, რომ ის უმაღლეს საბჭოს პატივს არ სცემს.  წინააღმდეგ შემთხვევაში კოხრეიძე დღეს საკანონმდებლო ორგანოში მივიდოდა.  დეპუტატს აინტერესებს  ჰქონდათ თუ არა მასთან სამეურვეო საბჭოს წევრებს კომუნიკაცია. 

დავით გაბაიძის განმარტებით, გიორგი კოხრეიძეს დღეს სასამართლო პროცესი აქვს. უმღლესი საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ სხვა ფორმატში, დეპუტატებისა და  საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის შეხვედრაზე თავად იზრუნებს. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში