კანონმდებლების შეკითხებს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პასუხობს

12 ივლისი 2017, 00:00 3157 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს, გასული წლის საქმიანობის ანგარიშსს საკანონმდებლო ორგანოში უსმენენ. კანონმდებლების შეკითხებს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ნატა იმედაიშვილი პასუხობს.

ოპოზიციონერ დეპუტატ პეტრე ზამბახიძეს აინტერესებს: "რას აკეთებს მაუწყებელი პროფესიონალი კადრების შესანარჩუნებლად და რატომ არ აქვთ დასაქმებულებს შესაბამისი ანაზღაურება? " ნატა იმედაიშვილის თქმით ეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. "საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობა ერთი მხრივ უნდა იყოს პრესტიჟი, მეორე მხრივ კი სახელფასო ბადე გადასახედია. სხვა არხებთან შედარებით ხელფასები დაბალია. სამომავლო სტრატეგია გაწერილია.''

მმართველი გუნდის წევრი ილია ვერძაძე დაინტერესდა ხომ არ იგეგმება ტელევიზიაში რესტრუქტურიზაცია და ხომ არ მოუწევთ თანამშრომელთა ნაწილს სამსახურის დატოვება?. მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ამბობს რომ ცვლილება დაგეგმილი არ არის. ნატა იმედაიშვილის თქმით დოკუმენტი, რომელიც სტრუქტურის ცვლილებას შეეხება მზად არის რომელზეც მალე იმსჯელებენ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში