სუნელ-სანელებელში ტყვიის დაშვებულზე მაღალი შემცვლელობა დაფიქსირდა

12 ივლისი 2017, 00:00 4628 ნახვა

ოთხი სახეობის სუნელ-სანელებელში ტყვიის დაშვებულზე მაღალი შემცველობა დაფიქსირდა. კვლევა სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ჩაატარეს.  საქართველოს მასშტაბით სარეალიზაციო ობიექტებიდან სხვადასხვა სახეობის სუნელ-სანელებლები ამოიღეს, რომლებიც ტყვიის შემცვლელობაზე შეამოწმეს.  კვლევა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში ჩატარდა.  მოქმედი კანონმდებლობით, ერთ კილოგრამ სანელებელში ტყვიის შემცველობა 5 მილიგრამს არ უნდა აღემატებოდეს.

ფოტო: Konstantin Stalinsky

დარღვევებთან დაკავშირებით, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდა. სურსათის უვნებლობის სააგენტოს წარმომადგენელთა განცხადებით პროდუქცია ბაზრიდან ამოიღეს და გაანადგურეს. კვლევის შედეგების შესახებ ინფორმაცია, საქართველოს ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა და ფინანსთა სამინისტროებს უკვე გადაეგზავნა. 

ამავე კატეგორიაში