კითხვები ხელფასებზე, თანამშრომლებზე, სტრუქტურასა და მენეჯმენტზე - მრჩეველთა  საბჭოს  ანგარიში

12 ივლისი 2017, 00:00 2682 ნახვა

კითხვები ხელფასებზე, თანამშრომლებზე, სტრუქტურასა და მენეჯმენტზე. უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე, კომისიების შემდეგ, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ანგარიშს წელს პირველად მოუსმინეს.

გასული წლის საქმიანობის შეჯამების შემდეგ კითხვები დასვეს იმ დეპუტატებმაც, რომლებიც გასულ წელს მაუწყებლის თანამშრომლები იყვნენ. განსაკუთრებით აქტიურობდნენ მმართველი გუნდის წევრები. მაგალითად, ასეთი იყო ირაკლი ჭეიშვილის რეკომენდაცია - სხვა საჯარო მოხელეების მსგავსად რეპორტაჟები მოამზადეთ ტელევიზიის თანამშრომლების ხელფასებზეც.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში