აქცია აუქციონის წინააღმდეგ

13 ივლისი 2017, 00:00 3291 ნახვა

ბათუმში კობალაძისა და ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთაში სავაჭრო ცენტრ „ჭოროხის“ 53-მა მეპაიემ დღეს ელექტრონული აუქციონის შეჩერების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა. ისინი საკუთრების  უფლებების აღდგენას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეთა აზრით, ტერიტორიის გაყიდვის შემთხვევაში, ინვესტორმა მათი ინტერესები უნდა გაითვალისწინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროტესტო აქციებს აანონსებენ. აჭარის ეკონომიკის სამინისტროში კომენტარზე დღეს უარი გვითხრეს.  ორი დღის წინ კი მთავარს განუმარტეს, რომ უწყებას მეპაიეების წინაშე პასუხისმგებლობა არ აქვს, რადგან მათ ტერიტორია ბათუმის მერიისგან გადაეცათ. 

ამავე კატეგორიაში