პროკურატურის ახალი შეთავაზება

14 ივლისი 2017, 00:00 3197 ნახვა

პროკურატურამ 11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ პირებს საპროცესო შეთანხმების ახალი პირობა შესთავაზა. საუბარია  ორწლიანის ნაცვლად, 16 თვის ვადით პატიმრობასა და 3 წლიანი პირობით სასჯელზე. ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის ზაზა პაპიძის თქმით, ეს პირობა მიუღებელია და ისინი ითხოვენ დაკავებულებს  საპროცესო შეთანხმებით მაქსიმუმ 1 წლიანი პატიმრობა შეეფარდოთ.

დაცვის მხარე ასევე ელოდება რეგიონის ხელისუფლების მხრიდან დანაპირების შესრლულებას, რომელიც მათი ინფორმაციით , პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების პირობების გადახედვას ეხება.  სისხლის სამართლის საქმეზე  დაკავებული 6 პირის  სასამართლო პროცესი დღეს  14 საათზე განახლდება. 

ამავე კატეგორიაში