ე.წ. ციანიდის საქმეზე შორენა თეთრუაშვილი დაიკითხა

14 ივლისი 2017, 00:00 2629 ნახვა

ე.წ. ციანიდის საქმეზე შორენა თეთრუაშვილი დაიკითხა. გამოკითხვის პროცესი თბილისი საქალაქო სამართლოში თითქმის სამი საათი გაგრძელდა.  არც დაკითხვამდე და არც შემდეგ  პატრიარქის მდივან რეფერენტს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.  

პროცესი დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულების გამოკვლევით განახლდა. ამ დროისათვის ცნობილია, რომ ბრალდებამ 108 მოწმიდან 70 უკვე დაკითხა. მათ შორის იყვნენ გამომძიებლები, ექსპერტები, საქმის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე, ადვოკატები - ირმა ჭკადუა და ლილი გელაშვილი. ასევე, კათოლიკოს-პატრიარქის დაცვის სამსახურის ყოფილი წევრები.

ამ დრომდე არ დაკითხულან სასულიერო პირები და დაზარალებული.  მხარეები ვარაუდობენ, რომ მტკიცებულებების სრულად გამოკვლევა და საქმის არსებითი განხილვა ოქტომბერში დასრულდება. დღესვე მეუფე იაკობი დაიკითხება. 

ამავე კატეგორიაში