აქცია საოკუპაციო ხაზთან

14 ივლისი 2017, 00:00 3383 ნახვა
00:00
00:00

სოფელ ბერშუეთში, საოკუპაციო ხაზთან მშვიდობიანი აქცია გაიმართა.  „სახელმწიფო საზღვრამდე 101 კილომეტრია“ - ამ წარწერით ბანერი აქციის მონაწილეებმა საოკუპაციო ზოლის ახლოს  დატოვეს.  ჟურნალისტებმა და  და სამოქალაქო აქტივისტებმა  ქვეყნის ერთიანობის სიმბოლო ცოცხალი  ჯაჭვი შეკრეს, სადამდეც ისინი მსვლელობით მივიდნენ. ისინი ოკუპაციის შესაჩერებლად და ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მოთხოვნით კვლავ ხელისუფლებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ.  

დღესვე, საოკუპაციო ზოლთან შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით,  20 საათზე სოფელ ბერშუეთში მდუმარე აქცია გაიმართება, პარალელურად კი დედაქალაქში ამავე დროს ქართველთა მარში მოეწყობა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

ამინდი