შეხვედრა ''აჭარისწყალი ჯორჯიას'' წარმომადგენლებთან

08 აპრილი 2016, 00:00 5106 ნახვა

შეხვედრა კომპანია "აჭარისწყალი ჯორჯიას" წარმომადგენლებთან. პრემიერ-მინისტრი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა. საუბარი შეეხო საინვესტიციო-ინფრასტრუქტურულ პროექტ შუახევიჰესს, რომელსაც "აჭარისწყალი ჯორჯია" ახორციელებს. შეხვედრაზე აღინიშნეს, რომ სამშენებლო სამუშაოების 75 პროცენტი შესრულებულია, მიმდინარე წლის შემოდგომაზე კი პროექტი მთლიანად დასრულდება. 2017 წლის გაზაფხულიდან ჰესი ოპერირებას დაიწყებს და საქართველოს ელექტროსისტემას, 187 მეგავატი სუფთა ენერგიის მწარმოებელი სადგური შეემატება.

ამავე კატეგორიაში