ზურაბ პატარაძე თურქეთში ავარიის დროს დაშავებულებს მოინახულებს

16 ივლისი 2017, 00:00 5944 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თურქეთში ავარიის დროს დაშავებული  ერისიონის საბავშვო სტუდია ''ლამპრების'' წევრებს  მოინახულებს.  ზურაბ პატარაძე დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე გაცნობა.

ავტოსაგზაო შემთხვევა  თურქეთში,  გირესუნის გუბერნიასთან დილით მოხდა. ავარიის დროს გასტროლზე მიმავალი ქართული ცეკვის საბავშვო ანსამბლის წევრები დაშავდნენ. ავტოსაგზაო შემთხვევას  მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

 გირესუნის გუბერნიაში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს  გადამღები ჯგუფიც მიემგზავრება. დეტალურ ინფორმაციას დაშავებულების მდგომარეობის შესახებ რამდენიმე საათში შემოგთავაზებთ

ამავე კატეგორიაში