ანსამბლის წევრები საქართველოში გამთენიისას დაბრუნდნენ

17 ივლისი 2017, 00:00 4209 ნახვა

ანსაბლის წევრები საქართველოში გამთენიისას დაბრუნდნენ. მოზარდებმა ,,მთავარს” განუცხადეს, რომ თავს კარგად გრძნობენ. მათ სარფში მშობლები და ახლობლები დახვდნენ. სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე იმყოფებოდნენ აჭარის მთავრობის წევრებიც.

შეგახსენებთ, ავტოავარია გირესუნის გუბერნიასთან გუშინ დილით  მოხდა.ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. 38 დაშავებული თავდაპირველად 5 სხვადასხვა კლინიკაში გადაანაწილეს,  მოგვიანებით კი  ტრაპიზონში საქართველოს საკონსულოში გადაიყვანეს.  ბავშვთა და მოზარდთა ქორეოგრაფიული ანსამბლის წევრები ბულგარეთში მუსიკალურ ფესტივალზე მიემგზავრებოდნენ. წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსს საბურავი გაუსკდა  და ის  გზის ბარიერსა და ბოძს შეეჯახა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში