უსინათლოთა კავშირის საპროტესტო აქცია

17 ივლისი 2017, 00:00 2925 ნახვა

კიდევ ერთი აქცია  დღეს ბათუმში „უსინათლოთა კავშირის“ წევრთა ერთმა ნაწილმა გამართა. ისინი პარალელურად არასამთავრობო ორგანიზაცია „უსინათლოთა ხმის“ წევრებიც არიან და „უსინათლოთა კავშირს“ საერთო ქონების კერძო ინტერესებით განკარგვასა და საჯარო ინფორმაციის დაბლოკვაში ადანაშაულებენ. 

ბათუმში, გრიბოედოვის  ქუჩაზე უსინათლოთა კავშირი 8 ათას კვადრატულ მეტრს ფართობს ფლობს, მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობებს, რომლებიც სამართავად გადაცემული აქვს შპს „სინათლეზე“. შპს-დან მიღებულ შემოსავალს კი „უსინათლოთა კავშირი“ ცენტრალიზებული წესით განკარგავს.

საპროტესტო აქციის მონაწილეები  აჭარის ორგანიზაციისთვის  ქონებისა და სახსრების სამართავად გადაცემას მოითხოვენ და შემოსავლების შესასწავლად სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართავენ. „უსინათლოთა კავშირის“ თავმჯდომარე  კი აცხადებს, რომ ინფორმაცია ორგანიზაციაში საჯაროა. რაც შეეხება შემოსავლების განაწილებას, რევაზ მაისურაძე აცხადებს, რომ თანხა  ორგანიზაციის საჭიროებისათვის იხარჯება.  

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში