ე.წ ციანიდის საქმეზე მეუფე დიმიტრი დაიკითხება

18 ივლისი 2017, 00:00 3352 ნახვა

ე.წ  ციანიდის  საქმესთან  დაკავშირებით  დღეს  სასამართლო სხდომაზე ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი დაიკითხება.   პროცესი  რამდენიმე წუთში დაიწყება.  გამომძიებლის ზვიად გუბელაძის ინფორმაციით, მეუფესთან კითხვები  პატრიარქის გერმანიაში ვიზიტთან დაკავშირებით აქვთ.

“მეუფე დიმიტრი გერმანიაში პატრიარქის ვიზიტთან დაკავშირებით დაიკითხება, რადგან ის პატრიარქთან ერთად იმყოფებოდა გერმანიაში.   კითხვები გვაქვს იქ განვითარებულ   მოვლენებზე, ვინაიდან  მკვლელობა  გერმანიაში  იგეგმებოდა.  ასევე  მეუფეს ვკითხვათ  დეკანოზის  პიროვნებასთან დაკავშირებითაც, თუ ვისი ინიციატივიით მოხდა მისი დაწინაურება”- აცხადებს საქმის ერთ-ერთი გამომძიებელი ზვიად გუბელაძე.

დაცვის მხარეს კითხვები შორენა თეთრუაშვილთან დაკავშირებით აქვს.  "მეუფეს ვკითხავთ თუ არის გარკვეული დაპირისპირება საპატრიარქოში და თუ შეიძლება შორენა თეთრუაშვილი მოიაზრებოდეს იმ პიროვნებად, რომელიც  ხელს უშლის საპატრიარქოში სასულიერო პირებს კარიერულ წინსვლაში"- აცხადებს მიხეილ რამიშვილი. 

დღეს სხდომაზე 6 პირი დაიკითხება, მათ შორის პატრიარქის დისშვილი. ადვოკატების ინფორმაციით, დასაკითხი  რჩება  მეუფე  პეტრე და პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი.

 

 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში