თურქეთში ავარიის შედეგად დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა

18 ივლისი 2017, 00:00 8113 ნახვა

თურქეთში  ავარიის  შედეგად  დაშავებული  მამაკაცი  გარდაიცვალა.   აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  ამ  ეტაპზე  გადმოსვენებისთვის  საჭირო   პროცედურები მიმდინარეობს. ანამბლის ოპერატორი, 45 წლის მამაკაცი  ავარიის შემდეგ გერასუნის საავადმყოფოში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული.   რამდენიმე წუთის წინ  მის  ახლობლებს  მკურნალი ექიმი შეხვდა. ახლობლების ინფორმაციით,  ექიმმა  მათ განუმარტა,  რომ დაშავებულს  ძლიერი სისხლჩაქცევები განუვითარდა,  მისი  გადრაჩენის შანსი აღარ არსებობდა და შესაძლო იყო ის აპარატიდან  გამოერთოთ.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა  თურქეთში,  გერასუნის  გუბერნიაში  ორი  დღის წინ მოხდა.  ანსამბლ  “ერისიონის”  საბავშვო  სტუდია “ლამპრების”  წევრები  თბილისიდან ბულგარეთში  ფესტივალზე  მიემგზავრებოდნენ. 

ამ დროისთვის თურქეთში სამედიცინო დაწესებულებებში  4  დაშავებული  რჩება.  მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.  ავარიის  შედეგად  38 ადამიანი დაშავდა, მათი უმეტესობა უკვე საქართველოშია. 

ამავე კატეგორიაში