უკრაინის პირველმა ლედიმ ბავშვებს უმასპინძლა

20 ივლისი 2017, 00:00 3458 ნახვა

უკრაინის პირველმა ლედიმ ბათუმში ყოფნისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლესთან ერთად უკრაინელი ბავშვები მოინახულა. უკრაინის ომში დაღუპულთა შვილები  ბათუმში  პროექტ  "ბავშვები ითხოვენ მშვიდობას" ფარგლებში იმყოფებიან.

პროექტი  ბათუმში აჭარის მთავრობის მხარდაჭერით წელს პირველად ხორციელდება. პროექტის მხარდამჭერები უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ასოციაცია „ერთმანეთისთვის“ არიან. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში